Lorem ipsum dolor amet, modus intellegebat duo dolorum graecis

Follow Us
  /  ვებ გვერდის გამოყენების პირობები

ვებ გვერდის გამოყენების პირობები

ვებ გვერდი www.broccocoli.ge ეკუთვნის შპს ბროკოკოლის. ვებ გვერდზე ვიზიტის და ვებ გვერდით სარგებლობის გაგრძელების შემთხვევაში თქვენ ეთანხმებით ვებ გვერდის გამოყენების პირობებს და პირადი მონაცემების პოლიტიკას. ვებ გვერდის გამოყენების პირობები ვრცელდება ყველა სახის ვიზიტორზე, მიუხედავად ვებ გვერდზე ვიზიტის მიზეზისა (მაგ. სიახლეების გაცნობა, მომსახურების/პროდუქტის შეძენა, ინფორმაციის მიღება, პროდუქციის დათვალიერება, ა.შ.)

ვებ გვერდზე წარმოდგენილი ინფორმაციის, პროდუქციის, ვიზუალის, აუდიო/ვიდეო მსალის გამოყენება ან რეპროდუქცია დაუშვებელია კომერციული ან არა-კომერციული მიზნებისთვის შპს ბროკოკოლისგან მიღებული წერილობითი დასტურის გარეშე. სხვა შემთხვევაში შპს ბროკოკოლი უფლებამოსილია მიმართოს ყველა კანონიერ საშუალებას, მათ შორის სასამართლოს.

შპს ბროკოკოლი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს უარი განაცხადოს მომსახურების გაწევაზე მიზეზის დასაბუთების/დაკონკრეტების გარეშე. ამ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა გადაიხადა გარკვეული თანხა, ხოლო შპს ბროკოკოლიმ უარი განაცხადა/არ მოემსახურა მომხმარებელს საერთოდ, მომხარებელს აუნაზღაურდება თანხა იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხადა კონკრეტული შეუსრულებელი მომსახურებისთვის და ან პროდუქტისთვის.

შპს ბროკოკოლი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს/განაახლოს ინფორმაცია საიტზე, თუმცა ამის ვალდებულება არ გააჩნია.

შპს ბროკოკოლი ყველა შესაძლო ინსტრუმენტს იყენებს იმისთვის, რომ საიტზე მოცემული პროდუქციის ვიზუალური მასალა (ფოტო, ვიდეო, აუდიო) შეესაბამებოდეს რეალური პროდუქციის იერსახეს, თუმცა იმის გარანტიას ვერ იძლევა, რომ ვიზუალური მასალა ყველა სახის მონიტორზე ერთნაირად ან ზუსტად ისე გამოჩნდება, როგორც რეალური პროდუქციაა, რადგან ეს დამოკიდებულია მომხმარებლის მიერ გამოყენებული მოწყობილობის მახასიათებლებზე.

ვებ გვერდზე მომსახურების ან პროდუქციის შეკვეთა / შეძენა

მომხმარებელი შეკვეთის დროს პასუხისმგებელია სწორი ინფორმაციის მოწოდებაზე (მათ შორის პირადი ნომრის და სწორი მისამართის მიწოდებაზე). არასწორი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში შპს ბროკოკოლი არ არის პასუხისმგებელი შეუსრულებელ შეკვეთაზე და პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს. ამ შემთხვევაში, შპს ბროკოკოლი არ არის პასუხისმგებელი სრულად ან ნაწილობრივ აუნაზღაუროს მომხმარებელს მის მიერ გადახდილი თანხა.

მომხმარებელს საიტზე პროდუქციის ან მომსახურების შეძენა შეუძლია როგორც ანგარიშის შექმნის გზით, ასევე ანგარიშის შექმნის გარეშე. საიტზე პროდუქციის შეძენა ხდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით. გადახდის დროს, მომხმარებელი გადამისამართდება პარტნიორი ბანკის გადახდის გვერდზე, სადაც უნდა მიუთითოს საქართველოში გამოშვებული საბანკო ბარათის მონაცემები. შპს ბროკოკოლი არ ინახავს ინფორმაციას მომხმარებლის ბარათის შესახებ.

ადგილზე მიტანის მომსახურებაა

ადგილზე მიტანის მომსახურება ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით. ნივთის ადგილზე მიტანა ხდება პარნტიორი საკურიერო კომპანიის მესშვეობით. ნივთის ადგილზე მიტანა ხდება თბილისის ცენტრალურ უბნებში: შეკვეთიდან მაქსიმუმ 2 სამუშაო დღეში, თბილისის გარეუბნებში: შეკვეთიდან მაქსიმუმ 3 სამუშაო დღეში, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე: შეკვეთიდან მაქსიმუმ 6 სამუშაო დღეში. თუ ვერ მოხერხდა ნივთის ჩაბარება აღნიშნულ პერიოდში არასწორად მითითებული მისამართის გამო ან კურიერს მომხმარებელი არ დახვდა მითითებულ მისამართზე ამ პერიოდის განმავლობაში, განმეორებით ადგილზე ან ახალ მისამართზე მიტანისთვის მომხმარებელს დამატებით დაეკისრება გადასახადი: თბილისის მასშტაბით: 4 ლარი, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე: 6 ლარი. ადგილზე მისვლამდე, კურიერი რამდენიმეჯერ შეეცდება მომხმარებელთან ტელეფონით დაკავშირებას, რათა დააზუსტოს მისამართის დეტალები. თუ ვერ მოხდა დაკავშირება, კურიერი იხელმძღვანელებს შეკვეთის დროს მიღებული მისამართით.

ნივთის უკან დაბრუნება / ზარალის ანაზღაურება

ნივთი დაბრუნებას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციას გახნის შემდეგ აღმოაჩნდა ვიზუალური დეფექტი. ასეთი შემთხვევის დადგომისას, მომხმარებელმა უნდა მოგვმართოს ელ ფოსტის საშუალებით: hello@broccocoli.ge, მიუთითოს შეკვეთის ნომერი და ელ ფოსტას თან დაურთოს დაზიანებული პროდუქციის სურათები. ბროკოკოლი განიხილავს მსგავს მიმართვას და მომხმარებელს დაუკავშირდება. თუ ადგილი აქვს პროდუქციის საწარმო დეფექტს, ამ შემთხვევაში, ბროკოკოლი სრულად აანაზღაურებს მომხმარებლის მიერ გადახდილ თანხას როგორც პროდუქციისთვის, ასევე ადგილზე მიტანის მომსახურებისთვის. დამატებით, ბროკოკოლი უზრუნველყოფს ნივთის დაბრუნებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებასაც. 

დამატებითი ინფორმაცია

მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს პროდუქცია და ასევე დატოვოს კომენტარი. შპს ბროკოკოლი უფლებამოსილია წაშალოს გარკვეული ტიპის კომენტარები, რაც შესაძლოა შეიცავდეს სიძულვილის ენას, ჰომოფობიურ, სექსისტურ ან რასისტულ გამონათქვამებს, უცენზურო სიტყვებს და მსგავსი შინაარის მატარებელ გამონათქვამებს.

შპს ბროკოკოლი უფლებამოსილია დაბლოკოს გარკვეული მომხმარებელი, თუ შენიშნავს საეჭვო ქმედებებს, ასევე უფლებამოსილია გადასცეს ინფორმაცია სამართალდამცავ პირებს შესაძლო თაღლითური ან მსგავსი ქცევის იდენტიფიცირების დროს.

შპს ბროკოკოლი არ არის გარანტორი იმისა, რომ მომხმარებელი ყოველთვის, ნებისმიერ დროს, ტექნიკური ხარვეზების გარეშე შეძლებს ვებ გვერდზე ვიზიტს და მომსახურების მღებას.

შპს ბროკოკოლი რეგისტრირებულია საქართველოში და მოქმედებს ქართული კანონმდებლობის შესაბამისად. ნებისმიერი დავა/სამართლებრივი საკითხი გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.