აღწერა
სახალისო და შემეცნებითი თამაში 4-6 წლის ასაკის ბავშვებისთვის.
45.00₾ 22.50₾
ქართული ანბანი ბავშვებისთვის
თამაშში მოცემულია 33 ბარათი. თითოეული ბარათი გაყოფილია ორ ნაწილად: მარცხენა მხარეს მოცემულია ილუსტრაცია, მარჯვენა მხარეს კი შესაბამისი ასო ბგერა.33 ბარათის აწყობით მიიღებთ ქართულ ანბანს.
თამაშის მეშვეობით ბავშვები აღიქვამენ ფერებს, სწავლობენ ახალ სიტყვებს და თანდათან აცნობიერებენ, რომ სიტყვები შედგება ასოებისგან. უფროსების დახმარებით კი თანდათან სწავლობენ ქართულ ანბანს და ასოების ცნობას.
თამაში გათვლილია 4-6 წლის ბავშვებისთვის და მისი გამოყენება დამხმარე საშუალებად რეკომენდებულია სკოლამდელი სასწავლებლების და სკოლის მოსწავლეებისთვის.
ყველა სათამაშოს დიზაინი შექმნილია ბროკოკოლისთვის, გამოცდილი საბავშვო ილუსტრატორების მიერ. პროდუქცია დამზადებულია მაღალი ხარისხის მასალით, გავლილი აქვს უვნებლობის ტესტი და აქვს შესაბამისი სერტიფიკატი.
არ არის მარაგში
სახალისო და შემეცნებითი თამაში 4-6 წლის ასაკის ბავშვებისთვის.
მაკა (დამოწმებული მფლობელი) –
საყვარელი ნახატებია ძალიან. პაზლი არის მაღალი ხარისხის, ქართული პაზლი ეგეთი ხარისხის არ შემხვედრია. ჩემი 5 წლის ბიჭი თვითონ აწყობს და ძალიან მოწონს. დიდი მადლობა!
Keti Keti (დამოწმებული მფლობელი) –
ძალიან კარგია <3
ქეთი (დამოწმებული მფლობელი) –
მშვენიერი პაზლია.ბავშვები ხალისით სწავლობენ ანბანს
ია მერაბიშვილი (დამოწმებული მფლობელი) –
ძალიან კარგი ხარისხის, შესანიშნავი პროდუქტი
ია მერაბიშვილი (დამოწმებული მფლობელი) –
გამორჩეულად კარგი ხარისხის პროდუქტი, როგორც შინაარსით, ასევე ვიზუალით