Lorem ipsum dolor amet, modus intellegebat duo dolorum graecis

Follow Us
  /  პირადი მონაცემების პოლიტიკა

პირადი მონაცემების პოლიტიკა

ქვემოთ მოცემული დებულება აღწერს ვებ საიტზე www.broccocoli.ge ვიზიტის ან შესყიდვის დროს ინფორმაციის შეგროვების და შეგროვებული ინფორმაციის გამოყენების წესებს.

რა ტიპის ინფორმაციას ვაგროვებთ:

ინფორმაცია თქვენი მოწყობილობის შესახებ

როდესაც თქვენ ეწვევით ჩვენ ვებ გვერდს, ავტომატურად ვაგროვებთ გარკვეულ ინფორმაციას თქვენ მიერ გამოყენებული მოწყობილობის, ვებ ბარუზერის ტიპის, IP მისამართის, და თქვენ მოწყობილობაზე არსებული „ქუქის“ შესახებ.  დამატებით, ვაგროვებთ ინფორმაციას რა ტიპის გვერდებს სტუმრობთ ჩვენ საიტზე, რა საძიებო სიტყვებით მოძებნეთ ჩვენი საიტი ან რომელი ვებ გვერდებიდან გადმოხვედით ჩვენ საიტზე.

თქვენი მოწყობილობის შესახებ ინფორმაციას ვაგროვებთ შემდეგი ტექნოლოგიების გამოყენებით:

„ქუქის“ (cookies) არის მონაცემების შემცველი ფაილი თქვენს მოწყობილობაში, რომელიც როგორც წესი შეიცავს ანონიმურ უნიკალურ მონაცემს. ქუქის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ გვერდს http://www.allaboutcookies.org

„ლოგ ფაილები“ – რომელთა გამოყენებითაც ვაგროვებთ ინფორმაციას ჩვენ ვებ გვერდზე განხორციელებული ქმედებების შესახებ, ასევე თქვენი IP მისამართის, ბრაუზერის ტიპის, ინტერნეტ პროვაიდერის, ჩვენ გვერდზე გადმომისამართების და ვებ გვერდზე ბოლო გვერდის, ქმედების თარიღის და დროის შესახებ.

„თაგები,“ „პიქსელები“ – ელექტრონული ფაილები, რომელთა გამოყენებითაც ვაგროვებთ ინფორმაციას როგორ მოიხმართ ჩვენ ვებ გვერდს

ყიდვის პროცესი და სიახლეების გამოწერა

ვებ გვერდზე ასევე შესაძლებელია გამოიწეროთ სიახლეები – ამისათვის საჭიროა შეავსოთ შესაბამისი ფორმა. ფორმის გამოყენებით ჩვენ ვაგროვებთ ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა თქვენი სახელი და გვარი, ელ ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი. მსგავსი ინფორმაციის თქვენი მხრიდან ნებაყოფლობითია და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გააუქმოთ სიახლეების გამოწერა: ელ ფოსტის შემთხვევაში ყოველი სიახლის მღების დროს მიიღებთ ბმულს, რომელზე გადასვლითაც შეძლებთ სიახლის გამოწერის გაუქმებას. მობილურის შემთხვევაში, სმს-ის სახით მიღებულ შეთავაზებაზე მიიღებთ შესაბამის კოდს და ნომერს. ამ კოდის შესაბამის ნომერზე გაგზავნის შემთხვევაში თქვენ გააუქმებთ მობილურ ტელეფონზე სმს-ის სახით სიახლეების მიღებას.

საიტზე შეძენის ან შეძენის მცდელობის შემთხვევაში თქვენ შესახებ დამატებით ვაგროვებთ ისეთ ინფორმაციას, როგორიც არის თქვენი სახელი, გვარი, ელ ფოსტის მისამართი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, გზავნილის ადგილზე მისატანი მისამართი, გადახდის შესახებ ინფორმაცია. მსგავსი ინფორმაციის მოწოდება სავალდებულოა, თუ გსურთ საიტზე შეძენის პროცესის დაწყება. გადახდის დროს, თქვენ გადამისამართდებით გადახდების პროვაიდერის დაცულ გვერდზე, სადაც უნდა შეავსოთ შესაბამისი ფორმა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენი ვებ გვერდი არ აგროვებს ინფორმაციას თქვენი საკრედიტო ან სადებეტო ბარათის შესახებ. 

როდესაც მიგითითებთ ჩვენს „პირადი მონაცემების პოლიტიკაზე,“ ვგულისხმობთ როგორც მოწყობილობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, ასევე სიახლეების გამოწერის და შეძენის პროცესის დაწყების და დასრულების დროს შეგროვებულ მონაცემებს.

როგორ ვიყენებთ თქვენ პირად მონაცემებს?

შეძენის პროცესის დაწყების დროს ვაგროვებთ იმ ინფორმაციას, რაც საჭიროა შეკვეთის შესასრულებლად, ინფორმაციას ვიყენებთ თქვენთვის დასტურის და პროგრესის შესახებ კომუნიკაციისთვის, პროდუქტის ადგილზე მიტანის მომსახურების ორგანიზებისთვის. დამატებით, ამ ინფორმაციას ვაანალიზებთ, რათა გამოვრიცხოთ პოტენციურად თაღლითური ოპერაცია. თუ თქვენ ამის შესახებ თანხმობა განაცხადეთ და მონიშნული დატოვეთ შესაბამისი ველი, შეძენის პროცესის დაწყების დროს შეგროვებულ ინფორმაციას ასევე გამოვიყენებთ თქვენთვის შეთავაზებების გამოგზავნისთვის ელ ფოსტის მისამართზე ან მობილურ ტელეფონზე (შეტყობინების სახით მობილური ოპერატორის მოკლე ტექსტური მომსახურების გამოყენებით, ან სხვა მობილური მედია საშუალებებით, რაც საშუალებას მოგვცემს გამოგიგზავნოთ შეთავაზება თქვენ მიერ მითითებულ ნომერზე), სატელეფონო ზარის მეშვეობით. თქვენი მონაცემები ასევე შესაძლოა გამოყენებული იყოს მომხმარებლის ქცევაზე და მომხმარებლის ინტერესებზე დაფუძნებული სეგმენტების შექმნისთვის, რომელიც ანონიმიზაციის გზით გამოყენებული იქნება სხვადასხვა ონლაინ მედია საშუალებებში – მაგალითად ფეისბუკზე, გუგლის სარეკლამო სივრცეში და სხვა.

ჩვენ ასევე ვიყენებთ ანალიტიკური ხელსაწყოების პიქსელებს, რაც გვეხმარება უკეთ გავაანალიზოთ, თუ რა მოსწონთ ვებ გვერდზე ვიზიტორებს, ან რა არ მოსწონთ, როგორ ურჩევნიათ მათ ვებ გვერდზე ნავიგაცია, ა.შ.

შპს ბროკოკოლი პირად ინფორმაციას არ გასცემს მესამე პირებზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს საჭიროა შეკვეთის შესრულებისთვის (მაგ. სახელი, გვარი, მობილურის ნომერი და მისამართი შეგვიძლია გადავცეთ საკურიერო კომპანიას, რათა შეძლოს პროდუქციის ადგილზე მიტანა), ან კანონით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესაბამისად.

ცვლილებები

პერიოდულად შესაძლოა ცვლილებები შევიდეს პირადი მონაცემების პოლიტიკაში, რომელიც ხელმისაწვდომია ვებ გვერდზე www.broccocoli.ge

დაკავშირება

ჩვენთან დაკავშირებას შეძლებთ ელ ფოსტის საშუალებით: hello@broccocoli.ge