Lorem ipsum dolor amet, modus intellegebat duo dolorum graecis

Follow Us
  /  სხვა   /  ფრანგული შოკოლადის ნამცხვარი

ფრანგული შოკოლადის ნამცხვარი

9 წლის ანამ გადაწყვიტა თავად გამოეცხო დაბადების დღისთვის ფრანგული შოკოლადის ნამცხვარი. თქვენც გიზიარებთ რეცეპტს:

დაგჭირდებათ:

შოკოლადი (70%-იანი) – 125 გრ
კარაქი – 125 გრ
შაქარი – 200 გრ
კვერცხი – 4 ცალი
მოხალული ნუში და ნიგოზი – 50 გრ
მარილი – 1/8 ჩაის კოვზი
ფქვილი – 2.5 სუფრის კოვზი

დაჭერით კარაქი და შოკოლადი. ერთად გაადნეთ შოკოლადი და კარაქი ორმაგ ქვაბზე – ამისათვის საჭიროა შედარებით დიდი ზომის ქვაბში ჩაასხათ ცხელი წყალი და დადგათ გაზქურაზე, შედარებით პატარა ზომის ქვაბში, რომელსაც სასურველია სახელურიც ქონდეს, ჩაყარეთ შოკოლადის ნატეხები და კარაქი. პატარა ქვაბი ჩადგით დიდ ქვაბში ისე, რომ პატარა ქვაბის ძირი ეხებოდეს მხოლოდ წყალს. პერიოდულად მოურიეთ, მასა ძალიან მალე გადნება. შოკოლადის და კარაქის გადნობა ასევე შეგიძლიათ მიკრო-ტალღურ ღუმელშიც.

გადაიტანეთ შოკოლადის მასა ჯამში. დაამატეთ შაქარი და კარგად მოურიეთ ხის კოვზით. შემდეგ დაამატეთ თითო-თითო კვერცხი და ყოველ ჯერზე კარგად მოურიეთ რომ თანაბრად განაწილდეს კვერცხი მასაში. დაამატეთ დაჭრილი მოხალული ნუში და ნიგოზი. განაგრძეთ მორევა. შემდეგ დაამატეთ მარილი და ფქვილის მხოლოდ ნახევარი, კარგად მოურიეთ. დაამატეთ დარჩენილი ფქვილიც და ისევ კარგად მოურიეთ.

ჩაასხით მასა შედარებით დაბალ ფორმაში. თუ ფორმა მაღალი და ვიწროა, ნამცხვარი ვერ მოასწრებს გამოცხობას და სველი დარჩება. რეცეპტში გამოყენებულია 22 სმ რადიუსის და 4 სმ სიღრმის ფორმა. გაახურეთ ღუმელი 180 C-მდე და გამოაცხვეთ ნამცხვარი 20-22 წუთის განმავლობაში.

გამოიღეთ ღუმელიდან და გააგრილეთ. გაგრილების შემდეგ მაცივარში შედგით რამდენიმე საათით.

მიირთვით და გაამოთ 💖