Lorem ipsum dolor amet, modus intellegebat duo dolorum graecis

Follow Us
  /  სხვა   /  როგორ გავაკეთოთ ჩრდილების თეატრი

როგორ გავაკეთოთ ჩრდილების თეატრი

ხშირად სათამაშოს შერჩევა დიდ თავსატეხთან არის დაკავშირებული, რადგან სულ უფრო რთული ხდება ახალი სათამაშოებით ბავშვების “გაოცება.” თუმცა, თუ სათამაშოს სახლში ერთად აკეთებთ და შემდეგ ერთად თამაშობთ, ეს უკვე დაუვიწყარი გამოცდილებაა როგორც პატარებისთვის, ასევე მშობლებისთვის.

ჩრდილების თეატრიც სწორედ ასეთი სათამაშოა, გასაკეთებლად არც თუ ისე რთულია, ბევრი არც არაფერი გჭირდებათ და შედეგი ბავშვებისთვის საოცრად შთამბეჭდავია.

სცენის მოწყობა:

დაგჭირდებათ კარდონის ყუთი (ფორმა და ზომა თქვენზეა დამოკიდებული), მაკრატელი, თეთრი ნახევრად გამჭვირვალე ქაღალდი (პერგამენტის ქაღალდიც შეიძლება), წებოვანი ფირი (ე.წ. სკოჩი) და მაგიდის პატარა სანათი.

მოაჭერით ყუთს თავსახურის გვერდები. ყუთის ღია ქვედა მხარე იქნება სცენის ძირი, სახურავი დახურული უნდა იყოს – შესაბამისად ყუთი უნდა ამოაბრუნოთ და ისე უნდა დადგათ, როდესაც სცენას მოამზადებთ. სცენის მოსამზადებლად, ყუთზე უნდა გააკეთოთ რამდენიმე ჭრილი:

ყუთის წინა ფართო მხარეს გამოჭერით ადგილი ეკრანისთვის. ეკრანის ჭრილს შიგნიდან გამოაკარით თეთრი ნახევრად გამჭვირვალე ქაღალდი წებოვანი ფირის გამოყენებით. გახსოვდეთ, რომ ეკრანის ქვედა მხარე სასურველია ახლოს იყოს იატაკთან, რადგან დეკორაციებიც კარგად გამოჩნდეს.

გვერდებზე ამოჭერით ჭრილები, საიდანაც შეძლებთ ფიგურების შეცურებას. ფიგურები დამაგრებული იქნება გრძელ ჯოხებზე და ეკრანის ორივე მხრიდან შეძლებთ მათ შეცურებას. გაითვალისწინეთ, რომ გვერდით ჭრილების სიმაღლე ყველაზე დიდი გმირის სიმაღლეზე მაღალი უნდა იყოს, რომ თავისუფლად შეატიოთ პერსონაჟის ფიგურა.

უკან კი გამოჭერით მრგვალი ღიობი მაგიდის სანათისთვის. სასურველია, სანათის დიამეტრზე სულ ოდნავ მეტი, რომ სანათის თავი შეეტიოს. ძალიან დიდიც არ უნდა იყოს, რადგან შუქი გაიფანტება და ზედმეტი ჩრდილი გამოჩნდება ეკრანზე.

ფიგურების მომზადება:

ფიგურების გასაკეთებლად დაგჭირდებათ: შავი ფერის სქელი ქაღალდი, წებოვანი ფირი (სასურველია შავი ფერის) და გრძელი ხის ან ბამბუკის ჩხირები (შეგიძლიათ მოიძიოთ საკანცელარიო მაღაზიებში ან სუპერ მარკეტებში, სამზარეულოს სექციაში) მრავალფეროვნებისთვის, ასევე სასურველია გააკეთოთ დეკორაციებიც. დეკორაციები გაამაგრეთ სქელი შავი ქაღალდის გადასაკეცი საყრდენებით, როგორც ეს ქვემოთ სურათზეა ნაჩვენები.

შთამბეჭდავი სპექტაკლის მოსაწყობად, არ დაგავიწყდეთ მუსიკალური გაფორმებაც 🙂

იხილეთ 8 წლის ანას და 4 წლის ნიკოს მიერ წარმოდგენილი 3 გოჭის ამბავი: