Lorem ipsum dolor amet, modus intellegebat duo dolorum graecis

Follow Us
  /  სხვა   /  რატომ უნდა ვასწავლოთ პატარას დამარცვლა კითხვის დაწყებამდე?

რატომ უნდა ვასწავლოთ პატარას დამარცვლა კითხვის დაწყებამდე?

სკოლამდელ და დაწყებით სასკოლო დაწესებულებებში ჩატარებულმა მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებსაც შეუძლიათ სიტყვების დამარცვლა, უფრო ადვილად სწავლობენ კითხვას და მომდევნო კლასებშიც, სირთულეების გარეშე აგრძელებენ შეუფერხებელ კითხვას.

ამიტომაც, განათლების სფეროს მკვლევარები და სპეციალისტები გვირჩევენ, რომ სანამ ბავშვი კითხვას ისწავლის, მას გავაცნოთ მარცვლების ცნება და ვავარჯიშოთ სიტყვების დამარცვლაში.

იმისათვის, რომ ბავშვმა შეძლოს სიტყვის დამარცვლა, საჭიროა, რომ მას შეეძლოს წაკითხული ზღაპრების და ლექსების მოსმენა, ასევე შეეძლოს რამდენიმე სიტყვიანი წინადადების წარმოთქმა. 4-6 წელი საუკეთესო პერიოდია ამ მხრივ, რადგან ბავშვები უკვე დიდი ინტერესით უსმენენ ზღაპრებს და მოთხრობებს და ასევე, უფრო თავისუფლად შეუძლიათ საკუთარი სურვილების და აზრების გადმოცემა სრული წინადადების სახით.

წარმოგიდგენთ ბროკოკოლის თამაშს სახალისო მარცვლები“, რომელიც ბავშვებს მარცვლების ხალისით შესწავლაში დაეხმარება.

თამაშში მოცემულია 20 ბარათი. თითოეულ ბარათზე გამოსახულია ილუსტრაცია და ქვემოთ მოცემულია შესაბამისი სიტყვა. ბარათი დაყოფილია იმდენ ნაწილად, რამდენი მარცვალიც არის სიტყვაში.

მაგალითად, სპილოს ბარათი შედგება ორი ნაწილისგან, რადგანაც სიტყვაში ორი მარცვალია: სპი-ლო.

ფერების და ილუსტრაციების გამოყენებით, 4-6 წლის ბავშვი თავისუფლად შეძლებს ბარათების დამოუკიდებლად აწყობას. მას შემდეგ, რაც ბავშვი გულს იჯერებს და შეეჩვევა სათამაშოს, დიდების დახმარებით უკვე თანდათან ისწავლის მარცვლებსაც. თავიდან დაიწყეთ 2 მარცვლიანი სიტყვებით და თანდათან გადადით 3, 4 და 5 მარცვლიან სიტყვებზე.

როდესაც ბავშვი ააწყობს ბარათს, შემდეგ ოდნავ დააშორეთ ბარათის ნაწილები ერთმანეთს და დაუმარცვლეთ ბავშვს სიტყვა:

„გე-მი“ და თხოვეთ თავადაც გაიმეოროს.

შედეგ დამარცვლეთ 3 მარცვლიანი სიტყვა: „კო-ა-ლა“

შემდეგ აირჩიეთ 4 მარცვლიანი სიტყვა და თხოვეთ დამარცვლოს: მა-ი-მუ-ნი

არ არის სავალდებულო გრამატიკულად სწორად დამარცვლოს, მაგალითად შეუძლია დამარცვლოს: მა-იმ-უ-ნი.  მთავარია მიხვდეს, რომ თითოეულ მარცვალში უნდა იყოს ხმოვანი და თანდათან ყურსაც მიაჩვევს და მიხვდება, როგორ უნდა დამარცვლოს სწორად.

და სულ ბოლოს აირჩიეთ 5 მარცვლიანი სიტყვა: მა-ტა-რე-ბე-ლი.

მსგავსი სავარჯიშოებით ბავშვს დაეხმარებით თავისუფლად დამარცვლოს სხვა სიტყვებიც. ხოლო, როცა კითხვას ისწავლის, მაშინ უკვე შეძლებს უფრო თავისუფლად წაიკითხოს სიტყვა მარცვლებად და არა თითოეული ასოს დასახელებით. ოდნავ მოგვიანებით კი, სრულ სიტყვასაც თავისუფლად წაიკითხავს.

გახსოვდეთ, რომ უპირველეს ყოვლისა ეს არის სათამაშო და ბავშვმა უნდა ითამაშოს. შესაბამისად, დამარცვლაც თამაშის ნაწილი უნდა იყოს და არა მეცადინეობა .

თუ გსურთ პერიოდულად მიიღოთ მსგავსი და სხვა ტიპის სიახლეები ბროკოკოლის საიტიდან, გამოიწერეთ სიახლეები.