Lorem ipsum dolor amet, modus intellegebat duo dolorum graecis

Follow Us
  /  სხვა   /  როდის უნდა ვასწავლოთ პატარას ქართული ანბანი?

როდის უნდა ვასწავლოთ პატარას ქართული ანბანი?

ბავშვის გონებრივი და ფიზიკური განვითარებისთვის თამაში აუცილებელი წინაპირობაა . სწორედ თამაშით აღმოაჩენს ბავშვი ახალ გემოებს (თუნდაც ეს იყოს ჭიაყელა), ახალ ფაქტურებს, აღმოაჩენს, რომ შესაძლოა ჩამოვარდეს, თუ კარგად არ მოეჭიდა, თამაშით სწავლობს ურთიერთობას სხვა ბავშვებთან და ა.შ. სწორედ თამაშია ის პროცესი, როდესაც პატარა ბევრ ახალს შეიცნობს და შეისწავლის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ყოველი სიახლის შესწავლის პროცესი მაქსიმალურად ხალისიანი და საინტერესო იყოს.

4-6 წლის ასაკი საუკეთესო ასაკია ბავშვებისთვის ანბანის შესასწავლად. თუმცა, ყველა ასაკს შესაბამისად უნდა მივუდგეთ. ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ სკოლამდელ ასაკის ბავშვს წერა-კითხვა არ ვასწავლოთ, თუ ეს ბუნებრივად არ მოხდა, რადგან შესაძლოა სკოლაში მისვლის შემდეგ მისთვის საკლასო ოთახში ყოფნა მოსაწყენი გამოდგეს. 4-5 წლის ასაკში საკმარისია ბავშვმა იცოდეს ასოების არსებობის შესახებ და ათვიცნობიერებდეს, რომ სიტყვები შედგება ასოებისგან.

ანბანი – ერთად ვისწავლოთ კითხვა

როგორ შეიძლება ვასწავლოთ 4-5 წლის ბავშვს ანბანი სათამაშოს გამოყენებით?

სათამაშოს ყუთში მოთავსებულია თავსატეხის (პაზლის) ნაწილები, რომელთა აწყობითაც მიიღებთ 33 ბარათს. თითოეული ბარათი გაყოფილია ორ ნაწილად: მარცხენა მხარეს მოცემულია ილუსტრაცია და სიტყვა, ხოლო მარჯვენა მხარეს მოცემულია შესაბამისი ასო-ბგერა.

ფერების და პაზლის ფორმების გამოყენებით, ბავშვები დამოუკიდებლად შეძლებენ ანბანის 33 ბარათის აწყობას. თითოეული ბარათის ფერი და ჭრილი უნიკალურია, შესაბამისად, ასტრონავტის ნაწილს ბავშვი მოარგებს მხოლოდ ასო-ბგერა „ა“-ს ნაწილს, რადგან ფერიც მხოლოდ ამ ორ ბარათს აქვს ერთნაირი და ჭრილითაც მხოლოდ ეს ორი ბარათი შეესაბამება ერთმანეთს.

თავდაპირველად, მიეცით ბავშვს საშუალება ფერების გამოყენებით, თავად ააწყოს ანბანის ბარათები. ბავშვი თამაშით სწავლობს ფერების განსხვავებას და სირთულეების გადალახვას. თუ თავიდან არ დაინტერესდება, არ დააძალოთ, შეინახეთ სათამაშო და სცადეთ სხვა დროს.

როდესაც უკვე შეეჩვევა სათამაშოს, შემდეგ უკვე ერთად ითამაშეთ და აუხსენით რატომ წერია რვაფეხას ბარათზე „რ“ ან რატომ წერია ნიანგის ბარათზე „ნ.“ ამით ასწავლით, რომ სიტყვები შედგება ასოებისგან და „რვაფეხას“ პირველი ასო-ბგერაც სწორედ არის „რ.“

როდესაც უკვე კარგად გაათვითცნობიერებს, რომ სიტყვები ასოებისგან შედგება, შემდეგ უკვე აიღეთ ილუსტრაციის ბარათი, და თხოვეთ მოძებნოს შესაბამისი ასო-ბგერა. მაგალითად, ხელში აიღეთ გოჭის ბარათი, აჩვენეთ ბავშვს და თხოვეთ მოძებნოს ასო-ბგერა „გ.“ ფერების დახმარებით ბავშვი შეძლებს იპოვოს შესაბამისი ასობგერა და თანდათან დაიმახსოვროს კიდევაც.

არ არის სავალდებულო, სკოლამდელი ასაკის ბავშვმა შეძლოს ანბანის ყველა ასო-ბგერის ჩამოთვლა, საკმარისია იცოდეს მათი არსებობის შესახებ და ეს ყველაფერი გაათვითცნობიეროს თამაშით. 6 წლის ასაკიდან კი, საშინაო დავალების გახალისების მიზნით, ისევ შეგიძლიათ გადმოიღოთ სათამაშო და მოძებნოთ თქვენთვის სასურველი ასო-ბგერები.

თუ გსურთ პერიოდულად მიიღოთ მსგავსი და სხვა ტიპის სიახლეები ბროკოკოლის საიტიდან, გამოიწერეთ სიახლეები.